გერმანიის მომავალი მთავრობა რუსეთს ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევს

გერმანიის მომავალი მთავრობა მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის ყველაზე დიდი საფრთხე, სავარაუდოდ, რუსეთიდან მოდის.

„ჩვენი უსაფრთხოება დღეს უფრო დიდი საფრთხის ქვეშაა, ვიდრე ეს იყო ცივი ომის დასრულების შემდეგ. ყველაზე დიდი და მყისიერი საფრთხე მოდის რუსეთიდან“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში, რომელზეც შეთანხმდნენ სოციალ-დემოკრატები (SPD) და ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიანულ-სოციალური კავშირი (CDU/CSU).

გერმანიის ახალი მთავრობა, სავარაუდოდ, 20 აპრილისთვის ჩამოყალიბდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები