დომინიკის რესპუბლიკაში, ღამის კლუბის ჩამონგრევისას დაღუპულთა რიცხვი იზრდება
ბოლო მონაცემებით, დომინიკანის რესპუბლიკის სანტო-დომინგოში, საკონცერტო დარბაზის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 113 ადამიანი დაიღუპა,- ბოლო მონაცემებს “ბიბისი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინციდენტის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანია დაზარალებული.
დაზუსტებით არ არის ცნობილი, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა დარბაზში, მაგრამ პოლიციის შეფასებით, რიცხვი 500-დან 1000 ადამიანამდე მერყეობს.
პრეზიდენტმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.