აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი: შემაშფოთებელია, რომ ჩინელი ჯარისკაცები, უკრაინაში რუსეთისთვის იბრძვიან
ჩინეთი-უკრაინის ომში რუსეთის დიდი ხელშემწყობია, უკრაინაში ჩინელი ჯარისკაცების დატყვევების შესახებ ცნობები ვიცით,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრუსმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეერთებულ შტატებს შემაშფოთებლად მიაჩნია, რომ ჩინეთის მოქალაქეები რუს ჯარისკაცებთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ ომში იბრძვიან.
“საგანგაშოა ცნობები ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობასთან დაკავშირებით, საგანგაშოა დატყვევებულ ჩინელ ჯარისკაცებთან დაკავშირებით. ვიცით, რომ უკრაინამ ჩინეთის ორი მოქალაქე დაატყვევა, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ უკრაინაში.
ჩინეთი უკრაინის ომში რუსეთის დიდი ხელშემწყობია. ჩინეთი აწვდის ორმაგი დანიშნულების საგნების თითქმის 80%-ს, რომლებსაც რუსეთი საჭიროებს, რათა ომი გააგრძელოს”,- განაცხადა ბრუსმა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დაატყვევეს ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც დონეცკის ოლქში რუსულ ქვედანაყოფთან იბრძოდნენ.