საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის ახალი მინისტრი პაატა სალია სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.
იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ, პაატა სალიას პროფესიულ გამოცდილებას და მაღალ კვალიფიკაციას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი და იურისტია. ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის პოსტზე გაწეული საქმიანობისთვის ანრი ოხანაშვილს მადლობა გადაუხადა და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. წარდგენის შემდეგ, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია თანამშრომლებსა და მათ სამუშაო პირობებს პირადად გაეცნო.