სოფელ ნინოწმინდაში მე-11 ქუჩის მოასფალტების პირველი ეტაპის სამუშაოები დაიწყო

სოფელ ნინოწმინდაში მე-11 ქუჩის მოასფალტების პირველი ეტაპის სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.

,,ნინოწმინდის მონასტრის მიმდებარე ქუჩის რეაბილიტაციის
სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, პირველ მოადგილესთან, ემზარი კუჭუაშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
აღნიშნული პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
მიმდინარე წელს განსაზღვრული პროექტის მიხედვით, შემაერთებელი ქუჩის სამუშაოების დასრულება ხელშეკრულების პირობების თანახმად, 2025 წლის გაზაფხულზე არის დაგეგმილი”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები