გივი მიქანაძე ანრი ოხანაშვილზე: მისი პრინციპულობა, შრომისმოყვარეობა და ქვეყნისადმი პატრიოტიზმი არის ის მკაფიო თვისებები, რომლებიც აუცილებლად უზრუნველყოფს მის წარმატებას
“მისი პრინციპულობა, შრომისმოყვარეობა, საქმისადმი ერთგულება და ქვეყნისადმი პატრიოტიზმი არის ის მკაფიო თვისებები, რომლებიც აუცილებლად მის წარმატებას უზრუნველყოფს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, გივი მიქანაძემ ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტი კენჭს დღეს უყრის.
მიქანაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ სისტემაში ბევრი სიახლე იქნება.
„დარწმუნებული ვართ, რომ ის პროცესები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების და უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაზეც არაერთი საერთაშორისო დასკვნა დაიდო, რომ უმაღლეს შეფასებას იმსახურებს ეს პროცესი, კვლავაც ასე გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტი სიახლე შემოვა სისტემაში”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.