ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობის პროექტი გრძელდება
„ქობულეთის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობის პროექტი გრძელდება,”- ამის შესახებ ინფორმაციას, ქობულეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული მიმართულებით, სამუშაოები დაბა ჩაქვში მიმდინარეობს.
„დაბაში ამ ეტაპზე 5 მისამართზე წესრიგდება ეზოები.
პროექტი გულისხმობს სანიაღვრე სისტემების მოწყობას, დეკორატიული ფილების დაგებას, ახალი გარე განათების დამონტაჟებას. ადგილზე ასევე განთავსდება ფანჩატური, საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები.
რეაბილიტირებული ეზოები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
2025 წელს მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში, დაახლოებით 10 მისამართზე მოწესრიგდება და კეთილმოეწყობა ეზოები. სამუშაოებისთვის 3 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება,”- ნათქვამია ინფორმაციაში.