ფლავისმანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანში, სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს,”- ამის შესახებ ინფორმაციას, გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დამონტაჟდება ჭაბურღილი, მოეწყობა სანიტარიული დაცვის ღობე, მაგისტრალური მილსადენი, რკინა ბეტონის ჭა თუჯის ხუფით, საქლორატოროს და სანიტარიული დაცვის ღობე.

„სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელში მცხოვრებ 500 – ზე მეტი ოჯახი გაუმჯობესებული წყალმომარაგების სისტემით ისარგებლებს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორი საქლორატოროს მოწყობა ერგნეთშიც.

ფლავისმანისა და ერგნეთის გარდა მიმდინარე წელს სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდება სოფელ ფლავში, ქვემო არცევში, დიცში, აძვში, კოშკასა და ქვეშში,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები