ტრამპი ამბობს, რომ ლე პენის ნასამართლობა საფრანგეთში „ძალიან დიდი საქმეა“
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის შესახებ საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მარინ ლე პენის ნასამართლობა და ამის შედეგად 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა იყო “ძალიან დიდი საქმე”.
”მე ყველაფერი ვიცი ამის შესახებ და ბევრს ეგონა, რომ მას არაფრისთვის არ გაასამართლებდნენ. მას ხუთი წლით აუკრძალეს პოლიტიკური საქმიანობა, როცა ის იყო წამყვანი კანდიდატი”, – თქვა ტრამპმა თეთრ სახლში.
როგორც “როიტერი” წერს, უფლებადამცველები წლების განმავლობაში შედარებას აკეთებდნენ ლე პენსა და ტრამპს შორის მათი ანტიიმიგრაციული შეხედულებებისა და უმცირესობების მიმართ ბრალდებული რიტორიკის გამო.