კულტურის სამინისტრო გიორგი კალანდიას 50 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს კულტურის სამინისტრო ისტორიკოსს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გიორგი კალანდიას 50 წლის იუბილეს ულოცავს. სამინისტრო გიორგი კალანდიას ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას უსურვებს.
„გიორგი კალანდია 2019 წლიდან ერთ-ერთი გამორჩეული – საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორია. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული კულტურისა და სამუზეუმო საქმიანობის განვითარებასა და უნიკალური ექსპონატებით მუზეუმის გამდიდრებაში. გიორგი კალანდია არის დადიანების სასახლეთა გადარჩენის ფონდის თავმჯდომარე, არაერთი წიგნის ავტორი და მრავალი სამეცნიერო ექსპედიციის მონაწილე და ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით განხორციელებულმა პროექტმა „ქსოვილი საქართველოდან“ სამეცნიერო კვლევების დარგში ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო „ევროპა ნოსტრა“ მიიღო.
გიორგი კალანდიას ავტორობით შეიქმნა და განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის – სატელევიზიო გადაცემა „ჩვენებურები“, რომლითაც თურქეთში, საზღვარს მიღმა დარჩენილი ქართული სოფლები, ქართული ფოლკლორი და ისტორიული ძეგლები გააცნო მაყურებელს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები