სომხეთმა ОДКБ-ს ყოველწლიური ფულადი შენატანის გადახდაზე უარი განაცხადა
სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის [ОДКБ] სამდივნოს აცნობა, რომ თავს იკავებს ორგანიზაციის დაფინანსების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერისგან,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
“სომხეთი თავს იკავებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების 2024 წლის ბიუჯეტის შესახებ გადაწყვეტილების ხელმოწერისკენ და შესაბამისად, ორგანიზაციის საქმიანობის დაფინანსებისგან”. – წერია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დეპარტამენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ОДКБ -ს შიდა პროცედურების შესაბამისად, ინფორმაცია წლიური ბიუჯეტის შესახებ საჯარო გავრცელებას არ ექვემდებარება.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ თუ სომხეთი ОДКБ-ს მიმართ დაგროვილ დავალიანებას 2025 წლამდე არ დაფარავს, ОДКБ -ს წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა განიხილონ “სიტუაციის განვითარების სხვადასხვა სცენარი”.