ესპანეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

ესპანეთის ჩრდილოეთ რეგიონში, ასტურიასში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ხუთი მაღაროელი დაიღუპა, ხოლო ოთხი დაშავდა,- ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მაღაროში ერთ-ერთი დანადგარი მწყობრიდან გამოვიდა, რასაც აფეთქება მოჰყვა.

შემთხვევის ადგილზე სამი ვერტმფრენი და სასწრაფო დახმარების ორი მანქანა იყო მობილიზებული.

რეგიონის ხელმძღვანელმა, ადრიან ბარბონმა ორდღიანი გლოვა გამოაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპულთა ახლობლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები