პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა აქტივისტი გელა ხასაია დააკავეს.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ხასია 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, პოლიციელებმა გელა ხასაია იდენტიფიცირების მიზნით შეაჩერეს და მისი ზურგჩანთის დათვალიერება მოითხოვეს, რაზეც ხასაიამ უარი განაცხადა.

პარლამენტის მიმდებარედ რამდენიმე აქტივისტი შეიკრიბა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები