გრენლანდიის ახალი პრემიერი – „ჩვენ სხვას არ ვეკუთვნით“
შეერთებული შტატები არ მიიღებს გრენლანდიას, – ამის შესახებ გრენლანდიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა.
მისი თქმით, გრენლანდიელები თავად გადაწყვეტენ საკუთარ მომავალს.
”პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ შეერთებული შტატები გრენლანდიას მიიღებს, ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: შეერთებული შტატები არ მიიღებს გრენლანდიას. ჩვენ სხვას არ ვეკუთვნით,” – თქვა იენს-ფრედერიკ ნილსენმა და ამით უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის ბოლო კომენტარს – “ჩვენ ვწყვეტთ ჩვენს მომავალს”.
ნილსენმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა დაათვალიერა აშშ-ის სამხედრო ბაზა კუნძულის ჩრდილოეთით და თქვა, რომ დანიას „არ გაუკეთებია კარგი სამუშაო გრენლანდიის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად“.
აღსანიშნავია, რომ იენს-ფრედერიკ ნილსენმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ფიცი პარასკევს დადო.