თინათინ რუხაძემ კახეთის მხარეში კულტურის ობიექტები მოინახულა

საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ კახეთის მხარეში კულტურის ობიექტები მოინახულა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ რუხაძე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვია, თეატრის დირექტორ ზაქარია რაზმაძეს და სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ მიხეილ გენგაშვილს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
დღესვე კულტურის მინისტრი ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები