თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პიანისტ დავით ალადაშვილის ერთობლივი კონცერტი გაიმართა

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, მაესტრო რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პიანისტ დავით ალადაშვილის ერთობლივი კონცერტი გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შესრულდა პეტრე ჩაიკოვსკის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის N1 და იან სიბელიუსის სიმფონია N2.
სიმფონიური მუსიკის კონცერტს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ კახიძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები