სირიაში ახალი მთავრობა დამტკიცდა
სირიაში ახალი მთავრობა დამტკიცდა. ცერემონია დამასკოში მდებარე საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა. სირიის ახალ მთავრობას 22 მინისტრი, მათ შორის ერთი ქალი ეყოლება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
ახალი მთავრობის დამტკიცებით სირიაში ხუთწლიანი გარდამავალი პერიოდი დაიწყო, რომლის მიზანი სტაბილურობის და მშვიდობის აღდგენაა. სირიის ახალ კაბინეტში პორტფელები სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა ჩაიბარეს.
აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კაბინეტს არ ჰყავს პრემიერ-მინისტრი. ამის ნაცვლად, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აჰმედ ალ-შარაას მიერ ამ თვის დასაწყისში დამტკიცებული დროებითი კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობას გენერალური მდივანი უხელმძღვანელებს.