მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 600-ს აჭარბებს, ბანგკოკში — 17-მდე გაიზარდა
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად სამაშველო სამუშაოები გრძელდება, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ცათამბჯენის ჩამონგრევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 83 კი დაკარგულად ითვლება.
სამაშველო სამუშაოებს მაძებარი ძაღლებისა და რობოტების დახმარებით აწარმოებენ. ხოლო მიანმარში, 7.7 ბალიანი მიწისძვრის შედეგად ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა დადასტურებული რაოდენობა 1 600-ს აჭარბებს.