სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ოსე თოიძის მასშტაბური გამოფენა გაიხსნა
სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიხსნა მოსე თოიძის მასშტაბური გამოფენა.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილია დიდი ქართველი მხატვრის, მოსე თოიძის(1871–1953), ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის ფონდებში.
გამოფენის გახსნას დაესწრნენ: პროექტის ხელმძღვანელი ალექსანდრა გაბუნია, ეროვნული გალერეის მთავარი კურატორი მაკა ბეჟუაშვილი, გამოფენის კურატორი მარიამ დვალი, სიღნაღის მუზეუმის, ეროვნული გალერეის, ხელოვნების მუზეუმისა და მოსე თოიძის სახლ-მუზეუმის თანამშრომლები, ასევე, მხატვრის შთამომავლები.
დამთვალიერებლებს გამოფენის ნახვა 15 სექტემბრამდე შეეძლებათ.