28 მარტი პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის დაბადების დღეა

1920 წლის 28 მარტს ქართველი პოეტი და დრამატურგი, პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი დაიბადა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის ლექსებზე ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი სიმღერები დღემდე არ კარგავს პოპულარობას.
„აღსანიშნავია რევაზ ლაღიძის „სიმღერა თბილისზე”, რომელიც დედაქალაქის 1500 წლისთავისთვის დაიწერა. მის ლექსებზეა დაწერილი გიორგი ცაბაძის „ჰიმნი სიყვარულს”, „მიმღერე რამე”, „სადაც გინდა, იქ ილოცე”, ბიძინა კვერნაძის „გაზაფხულდა”, ოთარ თევზაძის „ობელისკები”, სიმღერები მხატვრული ფილმებისთვის: „კეთილი ადამიანები”, „ბაში-აჩუკი”, „დღე პირველი, დღე უკანასკნელი”, „აბეზარა”, „მხიარული რომანი”, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”, „განგაში”, „მიმინო”.
პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი არაერთი მუსიკალური კომედიის ლიბრეტოს ავტორია. მის სცენარებზე შეიქმნა ქართული ფილმები: „შეხვედრა მთაში”, „საქართველოს რიტმები” და „საჩუქარი”.
მინიჭებული აქვს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები