გოგა ხაინდრავა – ანალენა ბერბოკზე: სირიაში მისი ვოიაჟები და ქართველებისთვის სავიზო შეზღუდვები არიული რასის გამრავლების ორიგინალურ პერსპექტივებს აჩენს
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ანალენა ბერბოკის განცხადებას ეხმიანება.
„გერმანიას არც ისე მაღალი შობადობის მაჩვენებელი აქვს. ჩვენ გვჭირდება მიგრანტები!“, – ა. ბერბოკი.
გერმანიის საგარეო საქმეთა ექსმინისტრი ინტიმურ სფეროში ინაცვლებს. სირიაში მისი ვოიაჟები და ქართველებისთვის სავიზო შეზღუდვები არიული რასის გამრავლების ორიგინალურ პერსპექტივებს აჩენს!“, – წერს ხაინდრავა.