კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მალე პირველად ისაუბრებს ტრამპთან

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ისაუბრებს,- ამის შესახებ, უცხოური მედია წერს.

აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი საუბარი ლიდერებს შორის მას შემდეგ, რაც კარნიმ თანამდებობა დაიკავა.

“ჩვენ ვისაუბრებთ მალე, რა თქმა უნდა, მომდევნო დღეების განმავლობაში. მან პატივი უნდა სცეს კანადის სუვერენიტეტს. ეს არ არის ბევრი რამის თხოვნა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ტრამპისთვის ბევრია”, -თქვა კარნიმ.

მან განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ზარის დასაგეგმად მას 26 მარტის საღამოს დაუკავშირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები