ირანი აცხადებს, რომ ბირთვული მოლაპარაკებების შესახებ ტრამპის წერილს უპასუხა
ირანმა ომანის მეშვეობით უპასუხა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს, რომელშიც ის თეირანს ახალი ბირთვული შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებდა,- ამის შესახებ, ირანის სახელმწიფო მედია იტყობინება.
აბაღჩიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თეირანი უარს იტყვის ნებისმიერ პირდაპირ მოლაპარაკებებზე აშშ-სთან მანამ, სანამ ტრამპის ადმინისტრაცია მის “სამხედრო მუქარებსა” და “მაქსიმალური წნეხის” კამპანიას ინარჩუნებს. თუმცა, მინისტრის თქმით, მისაღები პირობების ქვეშ მოლაპარაკებები კვლავ შესაძლებლობად რჩება.
„ჩვენი პოლიტიკა ჯერ კიდევ არ არის პირდაპირი მოლაპარაკებების ჩართვა მაქსიმალური ზეწოლისა და სამხედრო მუქარის პირობებში, თუმცა, როგორც ეს იყო წარსულში, არაპირდაპირი მოლაპარაკებები შეიძლება გაგრძელდეს“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას აბაღჩიმ.
მისივე თქმით, წერილში დეტალურად განიხილეს შეხედულებები არსებულ ვითარებაზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული საკითხის პრობლემის მოგვარება ორი გზით შეიძლება: სამხედრო გზით ან შეთანხმების მიღწევით.