ზელენსკი: აშშ მუდმივად ცვლის წიაღისეულის შესახებ გარიგების პირობებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ მუდმივად ცვლის წიაღისეულის შესახებ გარიგების პირობებს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
„მე არ ვაპირებ ვაშინგტონში გამგზავრებას, რადგან დღის წესრიგში არანაირი საკითხი არ დგას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
თავად გარიგებაზე უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ჩვენ გვაქვს ბევრი ასეთი შეთანხმება წიაღისეულის შესახებ“ და რომ აშშ მოგვიანებით გაგზავნის საბოლოო პროექტს.
„ჩვენ მომხრე ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის“, – განაცხადა ზელენსკიმ.