ევროკავშირი, შვედეთი და გერმანია უკრაინაში სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად 44 მილიონ ევროს გამოყოფენ
ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა, შვედეთმა და გერმანიამ, როგორც „ევროპის გუნდის“ მიდგომის ნაწილი, უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs) მხარდასაჭერად 44 მილიონი ევრო გამოუყვეს.
ამის შესახებ ნათქვამია უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
განცხადების თანახმად, ევროკავშირი 2025 წლის მაისში 14 მილიონი ევროს ოდენობის წინადადებას წამოაყენებს, საიდანაც 5 მილიონი ევრო გენდერული ლიდერობისა და კონფლიქტის საკითხებისთვის იქნება განკუთვნილი.
გარდა ამისა, შვედეთი და გერმანია დამატებით 17 მილიონი ევროს მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.
ასევე, ევროკავშირი სწრაფად განახორციელებს 13 მილიონი ევროს მხარდაჭერის პაკეტს, რომელიც მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების პროექტების დაჯილდოებას, მათ შორის გენდერული თანასწორობის, ომის დანაშაულებებზე პასუხისმგებლობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, დემოკრატიული პროცესების გაძლიერების, ასევე სოციალური ერთობისა და მდგრადი განვითარების საკითხებში.