სვანური ზარის შემსრულებლებს სასცენო სამოსი გადაეცათ
სვანური ზარის შემსრულებლებს სასცენო სამოსი გადაეცათ.
პროექტი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
„სვანური ზარის შესწავლის ხელშეწყობის მიზნით, ფოლკლორის ცენტრმა რამდენიმე პროექტი განახორციელა, მათ შორისაა ზემო და ქვემო სვანეთის (8 თემის) წარმომადგენლების მიერ თბილისში, ხალხური სიმღერის ახალგაზრდა შემსრულებელთათვის უძველესი სვანური ტრადიციის გაზიარება – შესწავლა.
ფოლკლორის ცენტრში ასევე ინტენსიური სამუშაოები ტარდება, ზარით დაკრძალვის სვანური რიტუალისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ეროვნული სტატუსის მინიჭების მიმართულებით“, – აღნიშნულია ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.