ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებით 3000-ზე მეტი ჯარისკაცი გააგზავნა
ჩრდილოეთ კორეამ, სულ მცირე, 3000 ჯარისკაცი გაგზავნა რუსეთში,ამის შესახებ “სიენენი” სამხრეთ კორეის სამხედროებზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, ეს ადასტურებს ფხენიანის მუდმივ მხარდაჭერას მოსკოვისთვის უკრაინის ომში, რადგან მსოფლიო ლიდერები სამწლიანი კონფლიქტის დასრულებას ითხოვენ.
საერთო ჯამში, რუსეთში გაგზავნილი ჩრდილო კორეელების ჯარისკაცების საერთო რაოდენობა 11 ათასს აღწევს. სეულის ცნობით, მათგან დაახლოებით 4000 დაიღუპა ან დაშავდა ბრძოლაში.
სამხრეთ კორეამ თქვა, რომ ფხენიანმა ასევე მოკლე მოქმედების ბალისტიკური რაკეტების “მნიშვნელოვანი რაოდენობა” გაგზავნა. მან თქვა, რომ ჩრდილოეთის წვლილი “მოსალოდნელია გაიზრდება სიტუაციის მიხედვით”.