ახალციხის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა

„ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა,”- ამის შესახებ, ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მერმა აუდიტორიას მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, ისაუბრა სიახლეებზე, ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მუნიციპალიტეტში ამოქმედებულ „შინმოვლის პროგრამის“ ახალ სერვისზე.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სისტემების, მრავალსართულიანი კორპუსების ფასადებისა და სადარბაზოების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, კინო კლუბის, მუსიკალური სკოლის, სპორტული კომპლექსის, საბავშვო ბაღების მშენებლობაზე და სხვა. თავის მხრივ, საბჭოს წევრებმა თავიანთი რეკომენდაციებით, წინადადებებითა და მოსაზრებებით მიმართეს მუნიციპალიტეტის მერს.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, მერთან არსებული სათათბირო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. საბჭო 24 წევრისგან შედგება და იგი სამოქალაქო სექტორის, კულტურის, განათლებისა, ბიზნესის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები