პოლონეთი რუსეთთან ომისთვის ემზადება – Politico

პოლონეთი ემზადება რუსეთთან პოტენციური ომისთვის ზრდასრულთა სამხედრო მომზადების კურსების დაწყებით, რომლებშიც მონაწილეობა შეუძლიათ როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს,- ამის შესახებ Politico იუწყება.

როგორც მედია წერს, დაზუსტებულია, რომ ვარშავა ამჟამად უფრო მეტს ხარჯავს თავდაცვაზე, ვიდრე ნატოს სხვა წევრი ქვეყნები. პოლონეთს ჰყავს ყველაზე დიდი არმია ევროკავშირში და ხარჯავს მილიარდობით ევროს თვითმფრინავებზე, რაკეტებზე, ტანკებზე, არტილერიაში და ბევრ სხვაზე. ამჟამად ფრონტის ხაზის სახელმწიფო, რომელიც ესაზღვრება რუსეთის ფედერაციასა და ბელორუსიას, თავის მოსახლეობას ომისთვის ამზადებს.

„ჩვენ მეზობლები ვართ რუსეთის ფედერაციასთან და მის მოკავშირე ბელორუსთან, ჩვენ გვაქვს მხოლოდ შეზღუდული დრო მოსამზადებლად და პასუხის გასაცემად“, – განაცხადა პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალმა, ვისლავ კუკულამ.

გამოცემამ გაიხსენა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის სიტყვები, რომელიც აცხადებდა, რომ ვარშავა გეგმავს შეიარაღებული ძალების რაოდენობა ნახევარ მილიონამდე გაზარდოს და 2025 წლის ბოლომდე გაამზადოს მილიონობით რეზერვისტი.

„თუ ჩვენ მზად ვართ და თუ რუსეთმა იცის, რომ მზად ვართ, მაშინ ეს იქნება მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი, რომ რუსეთმა კონფლიქტიც კი არ დაიწყოს“, – დასძინა პოლონელმა გენერალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები