„15 სახელმწიფო თეატრი განათებისა და გახმოვანების ახალი სისტემით აღიჭურვა“ – კულტურის სამინისტრო
15 სახელმწიფო თეატრი განათებისა და გახმოვანების ახალი სისტემით აღიჭურვა. საქართველოს კულტურის სამინისტრომ აპარატურა ეტაპობრივად გადასცა:
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს;
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს;
მარიონეტების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს;
გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს;
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს;
საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებას;
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს;
ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს;
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს;
გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს;
ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს;
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს;
ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს;
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს;
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს;
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, აპარატურა ასევე გადაეცა, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ სახელმწიფო თეატრებისთვის გადაცემული აპარატურის საერთო ღირებულება 2 მილიონ 770 ათასი ლარია.