სასამართლოში კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. პროცედურულად, დღეს ბექა ჯაიანს საბოლოო სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა, ის სასამართლო პროცესს არ ესწრება. შემდეგ სასამართლო პროცესზე მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.
ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ჯაიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით და და 126-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემს გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.