გერმანიის პრეზიდენტმა შოლცი და მისი მთავრობა თანამდებობიდან ოფიციალურად გაანთავისუფლა
გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, თანამდებობიდან გაანთავისუფლა კანცლერი, ოლაფ შოლცი და მისი კაბინეტის 14 მინისტრი.
შოლცი და მისი მინისტრები კანონიერად აღარ არიან თანამდებობაზე, მაგრამ კოალიციური მოლაპარაკებები ახალი მთავრობის შესახებ ჯერ არ დასრულებულა. ამიტომ, შტაინმაიერმა უკვე სთხოვა შოლცს, განაგრძოს თავისი კაბინეტის ოფიციალური საქმეების მართვა ახალი ფედერალური მთავრობის დანიშვნამდე.