პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
შესაბამის ინფორმაციას პროკურატურაში ადასტურებენ.
უწყების ინფორმაციით, ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ცნობისთვის, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში 25 მარტს გადაიგზავნა.