უკრაინა და აშშ შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციაზე შეთანხმდნენ
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების დელეგაციის წევრმა, რუსტემ უმეროვმა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შემდეგ დაადასტურა შეთანხმებები შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის შესახებ.
მანამდე, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და უკრაინა ერ-რიადში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შავ ზღვაში კომერციული გემების წინააღმდეგ ძალის გამოყენება გამორიცხონ.
„უკრაინამ და აშშ-მა ერ-რიადში ორმხრივი ტექნიკური კონსულტაციები გამართეს… ყველა მხარე შეთანხმდა, რომ უზრუნველყონ უსაფრთხო ნავიგაცია (გადაზიდვა), შეაჩერონ ძალის გამოყენება და აღკვეთონ კომერციული გემების გამოყენება სამხედრო მიზნებისთვის შავ ზღვაში“, – დაწერა უმეროვმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.