დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის ბიუროში მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა

„საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბოლნისის, დმანისის,
თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა, დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის ბიუროში მოქალაქეთა მორიგი
მიღება გამართა,” – ამის შესახებ, ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

შერაზადიშვილის თქმით, მოსახლეობასთან სოციალურ და ადგილობრივ ინფრასტრუქტურულ საკითხებზე ისაუბრა.

„განვაგრძობთ თანამოქალაქეებთან შეხვედრებს და ინდივიდუალურ ფორმატში მათი საჭიროებების გაცნობას. დღეს, მოქალაქეთა მორიგი მიღება გავმართეთ ბოლნისის ბიუროში. ვისაუბრეთ სოციალურ და ადგილობრივ ინფრასტრუქტურულ საკითხებზე. მოვისმინე ინდივიდუალური
გამოწვევები. ჩემთვის ამომრჩეველთან პირადი კომუნიკაცია მათი მოსაზრებების მოსმენა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარების გაწევა მნიშვნელოვანია.” – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები