ირაკლი მეზურნიშვილი: სულ მალე დაინიშნება პირდაპირი რეისები ბელგრადსა და თბილისს შორის, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას

“სულ მალე დაინიშნება პირდაპირი რეისები ბელგრადსა და თბილისს შორის, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას”, – ამის შესახებ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებისა და სერბეთის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალია.

„სულ მალე დაინიშნება პირდაპირი რეისები ბელგრადსა და თბილისს შორის. ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. ამ მიმართულებით არის ძალიან დიდი პოტენციალი. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი საერთო აქვს ჩვენ ორ ქვეყანას და ვფიქრობ, რომ პირდაპირი რეისები მკვეთრად გაზრდის ტურისტების რაოდენობას, როგორც სერბეთიდან საქართველოს მიმართულებით, ასევე, საქართველოდან – სერბეთის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები