HSC Group Hospitality: ზაფხულის სეზონზე მოლოდინები საკმაოდ მაღალი გვაქვს
HSC Group Hospitality დირექტორის და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველის, გიორგი დოლიძის ინფორმაციით წელს სასტუმროს ჯავშნების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია.
„ამ ეტაპისთვის ვიმყოფებით გარდამავალი სეზონის ეტაპზე, რაც გულისხმობს დაბლიდან – მაღალი სეზონისკენ ეტაპობრივ გადასვლას. იანვარ-თებერვალი საშუალოდ გვქონდა 45% დატვირთულობა, ხოლო მარტში ველოდებით 55%- მდე თვის დახურვას. რაც შეეხება ზაფხულის სეზონს, მოლოდინები საკმაოდ მაღალი გვაქვს, რის საფუძველსაც გვაძლევს წინასწარ გაკეთებული ჯავშნების მოცულობა და რეზერვაციებზე მოთხოვნების შემოსვლა. ვფიქრობთ, 2025 წლის ზაფხული საშუალოდ 80% -ით, ხოლო მთლიანად წელი საშუალოდ 72% ით იქნება დატვირთული“, – აცხადებს გიორგი დოლიძე.
HSC Group Hospitality დირექტორის და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველის თქმით, სასტუმრომ 2025 წელს 2024 წელთან შედარებით ფასები გაზარდა.
„ფასებთან დაკავშირებით, წელს წინა წელთან შედარებით ზოგად ჭრილში საშუალოდ 10% ზრდა გვაქვს, ვცდილობთ მოთხოვნის ზრდისა ან კლებასთან მიმართებით დინამიკურად დავარეგულიროთ გამოცხადებული ფასები და მივყვეთ სეზონურ პრინციპებს. მთლიანობაში, 2024 წელთან შედარებით წელს საფასო მაჩვენებლისა და დატვირთულობის ზრდა 8-10% -მდე გვაქვს დაგეგმილი“, – განაცხადა გიორგი დოლიძემ.