Hilton Garden Inn Tbilisi- 2025 წლის ჯავშნები 2024 წლის პერიოდს აღემატება

სასტუმრო Hilton Garden Inn Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი, ნინო ურუშაძე 2024 წელს დადებითად აფასებს, მისი თქმით გასულ წელს, როგორც სასტუმროს ნომრებიდან, ისე სასტუმროში გამართული ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა.

“2024 წელი წარმატებული იყო, RevPAR მაჩვენებლის მიხედვით, რომელიც დატვირთვასა და საშუალო გასაყიდ ფასს აერთიანებს, 2023 წელთან მიმართებით, ჩვენ ორნიშნა პროცენტული ზრდა დავაფიქსირეთ “, – აცხადებს ნინო ურუშაძე.

„2025 წლის ზამთრის სეზონზე დაბალი მოთხოვნა გვქონდა, თუმცა მარტიდან დატვირთულობის ზრდის ტენდენციები შეინიშნება და წლის ბოლომდე, 2024 წლის მონაცემების გაუმჯობესებას ვპროგნოზირებთ, რადგან ამ ეტაპისთვის არსებული ჯავშნების რაოდენობა აღემატება იგივე პერიოდის წინა წლის მონაცემებს“,-აცხადებს Hilton Garden Inn Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები