„რაც დარჩა სათქმელი“ – კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის საღამო გაიმართება

28 მარტს, 20:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში – SPARKS-ის ორგანიზებით, ქართველი მუსიკოსისა და კომპოზიტორის – ვაჟა აზარაშვილის საღამო – „რაც დარჩა სათქმელი“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მონაწილეობენ: თამარ გვერდწითელი, ეკა მამალაძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, თემურ თათარაშვილი, მაია ჯაბუა, აჩიკო ბერიძე, ოთო ნემსაძე, თეატრალური კვარტეტი, ჯგუფი „ფორტე“.
საღამოს მუსიკალურად გააფორმებს დავით მაზანაშვილის საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი და ბენდი.
პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელია დავით მაზანაშვილი,  სცენარის ავტორი და საღამოს წამყვანი – ნიკოლოზ წულუკიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები