„ფარას“ რუსულად მონათვლა მხოლოდ ღიმილის მომგვრელია და შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ახალი დავალება მიუვიდათ, ეს კანონიც რუსულად მონათლონ და იმავე წრეზე წავიდნენ” – კირცხალია
„ფარას“ რუსულად მონათვლა მხოლოდ ღიმილის მომგვრელია. ეს ერთადერთ შთაბეჭდილებას ტოვებს – გამოიდარა და ახალი დავალება მიუვიდათ, რომ ეს კანონიც რუსულად მონათლონ და იმავე წრეზე წავიდნენ, რომელზეც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების დროს იარეს”, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
„შევხედოთ, ამ წრეზე სიარული როგორ გამოუვათ. ეს მხოლოდ მათ გეგმებსა და პატრონებზე მეტყველებს. რაც შეეხება მესამე სექტორის შეფასებას, რომ ეს კანონი ცხვრის ტყავში გახვეული მგელია, ესეც ღიმილის მომგვრელია. თუ ვინმე ცხვრის ტყავში გახვეული მგელი იყო, ვინმეს ქვეყნის დესტრუქცია თუ სჭირდებოდა და ამაში დონორების დაკვეთით თანხებს ასხამდა, სწორედ მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ. ვინმე ქველმოქმედების სახელით და ნიღბით აქ გადატრიალების მცდელობით, თუ იყო დაკავებული, სწორედ ის მდიდარი „ენჯეოები“ იყვნენ“, – განაცხადა კირცხალიამ.