ანაკლიაში სკვერის – „აფხაზეთის კუთხე“ მოწყობის სამუშაოები დაიწყო

ეკონომიკური პროგრამების სააგენტოსა და შპს „Anaklia Ganmuhuri Resort“-ის ერთობლივი ორგანიზებით, ანაკლიაში სკვერის – „აფხაზეთის კუთხე“ მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან მამუკა წოწერიასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან ნინო ვიბლიანთან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა და სიმბოლურად ნერგები დარგო.

ღონისძიებაზე, ეკონომიკური პროგრამების სააგენტოსა და შპს „Anaklia Ganmuhuri Resort“-ს შორის სკვერის – „აფხაზეთის კუთხე“ მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით, მემორანდუმი გაფორმდა.

სკვერის მოწყობის მიზნით, ეკონომიკური პროგრამების სააგენტომ შპს „Anaklia Ganmuhuri Resort“-ს 100 ელდარის ფიჭვისა და 50 ტუიას ნერგები გადასცა.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენ თანამშრომლებსა და შპს „Anaklia Ganmuhuri Resort“-ს, რომელთაც უდიდესი ძალისხმევა გასწიეს ამ საოცარ სილამაზეში, ანაკლიაში სკვერის მოწყობის საქმეში. ასეთი განწყობით ძალიან მალე შევქმნით ერთიან და ძლიერ საქართველოს“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები