მაღლივ კორპუსთან სტუდენტებმა გზა გადაკეტეს – ისინი უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მსვლელობით მიდიან
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან სტუდენტებმა გზა გადაკეტეს.
ისინი მსვლელობით თსუ-ის პირველი კორპუსისკენ მიდიან.
ამასთან, დედაქალაქსა და რეგიონებში მოსწავლეები საპროტესტო აქციებს მართავენ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება მიუღებელია.