მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: მათი გაცოფება გამოწვეულია სწორედ იმით, რომ შანტაჟის ბოლო მექანიზმი გამოვაცალეთ მათ პატრონებს უცხოეთში და ახლა ბოლო კუდს იქნევენ
“მაიდანიზაცია, ფერადი რევოლუციები არ გამოვა, ხელისუფლების მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რადგან შანტაჟის ბოლო მექანიზმი გამოეცალათ”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ვერ გასცდნენ იმ ფანტაზიის ნაყოფს, მათ შორის – რაც უცხოურ ძალებს 2014 წლიდან ჰქონდა. ე.წ. მაიდანიზაცია, ფერადი რევოლუციები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არ გამოვა და თვითონაც კარგად იციან, რომ არ გამოვა.
რადიკალური პროცესების ხარისხი მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლების მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რადგან შანტაჟის ბოლო მექანიზმი გამოეცალათ. ერთადერთი, რაც დარჩენილი ჰქონდათ, ეს არის მოლაპარაკებების გაგიხსნი-არ გაგიხსნის საკითხი, თანხას ჩაგირიცხავ-არ ჩაგირიცხავ. ახლა ეს რომ აღარ ექნებათ, მხოლოდ პოზიტივი წამოვა უცხოეთიდან, საერთაშორისო ინსტიტუტებიდან, რომ საქართველო ვითარდება დემოკრატიის კუთხით. შანტაჟის აღარაფერი მექანიზმი რომ აღარ ექნებათ, ამიტომ არიან ასე გამწარებულები. მათი გაცოფება გამოწვეულია სწორედ იმით, რომ შანტაჟის ბოლო მექანიზმი გამოვაცალეთ მათ პატრონებს უცხოეთში და ახლა ბოლო კუდს იქნევენ, რაც ძალიან მალე დამთავრდება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.