ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2025 წელს დაიწყება

ევროპული საბჭოს ახალი პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში სწრაფ პროგრესს დაჰპირდა. მისი თქმით, მოლაპარაკებები, სულ მცირე, ორ მიმართულებაზე უკვე 2025 წლის პირველ ნახევარში დაიწყება.

„ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით შემდგომაც და ეს მხოლოდ სიტყვები არაა. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის ჰუმანიტარული, ეკონომიკური, სამხედრო და ენერგეტიკული დახმარების გაწევას“, – განაცხადა კოშტამ.

ანტონიუ კოშტამ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა, წლის ბოლომდე უკრაინის ბიუჯეტის დასახმარებლად 4.2 მილიარდი ევრო გამოყოს. დამატებით, 2025 წლიდან ევროკავშირი კიევს ყოველთვიურად 1.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს.

„ამ სახსრებს ჩვენ ვიღებთ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით, რომლებიც ასევე შეიძლება სამხედრო მიზნებისთვის იყოს გამოყენებული“, – აღნიშნა კოშტამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები