“ოპოზიციის წევრები ჩვენი ინსტრუქტორები არ არიან, ისინი ნაბიჯებს თავისივე ცუდი კომპლექსების დასაბალანსებლად დგამენ” – ბექა ლილუაშვილი
“ჩვენ არ მოვექცევით არცერთი მხარის გავლენის ქვეშ და გადავდგამთ მანდატებთან დაკავშირებით ნაბიჯებს იმ ფორმით და იმ დროს, როდესაც ამას საჭიროდ და ყველაზე შედეგიანად ჩავთვლით”, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის ლეგიტიმაციას განცხადებების დაწერა არ იწვევს.
“ტექნიკურ ან რიტუალურ საკითხებზე პოზიცია ბევრჯერ გვითქვამს – ჩვენ არ მოვექცევით არცერთი მხარის გავლენის ქვეშ და გადავდგამთ მანდატებთან დაკავშირებით ნაბიჯებს იმ ფორმით და იმ დროს, როდესაც ამას საჭიროდ და ყველაზე შედეგიანად ჩავთვლით“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.