“მანდატების დათმობის პროცესი ვირთხების ბრძოლასავით ჩანს, ერთმანეთს ელოდებიან” – ნინო წილოსანი
“მანდატების დათმობის პროცესი ვირთხების ბრძოლასავით ჩანს, ერთმანეთს ელოდებიან, ვინ გამოიყენებს უპირატესობას და მანდატს არ დათმობს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„მანდატების დატოვებით ნუ გვემუქრებიან, ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს ევაჭრება და ფაქტობრივად მას სჯის. მანდატებს თუ დათმობენ, რა თქმა უნდა, საკუთარ ამომრჩეველს მოაკლებენ შესაძლებლობას, მათი პრობლემები გაახმოვანონ. დარწმუნებული ვარ, მათი ამომრჩევლის უმრავლესობა ძალიან გაბრაზებულია. თვითმმართველობის არჩევნებს დაელოდონ, სადაც მათი უპასუხისმგებლო ნაბიჯები ასახული იქნება მათ საბოლოო შედეგებში. რადიკალების ეს ჯგუფი პარლამენტს რას უწოდებს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პარლამენტს ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მისცა. თუ ისინი მანდატებსაც დათმობენ და სიებსაც ჩახსნიან, კიდევ უფრო ანტიკონსტიტუციური იქნებიან და ქუჩის ოპოზიციაში გადავლენ. მანდატების დათმობის პროცესი ვირთხების ბრძოლასავით ჩანს, ერთმანეთს ელოდებიან, ვინ გამოიყენებს უპირატესობას და მანდატს არ დათმობს. ამ ყველაფერს თვალს დიდი სიამოვნებით ვადევნებთ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.