“ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ახალი მინისტრთა კაბინეტი შეასრულებს ყველა დაპირებას, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო გაცხადებული” – წილოსანი
“ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ახალი მინისტრთა კაბინეტი იმ ძალიან მნიშვნელოვანი სამთავრობო პროგრამით, რა თქმა უნდა, შეასრულებს ყველა დაპირებას, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო გაცხადებული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა ისაუბრა.
” მათ შორის, სამთავრობო პროგრამა თავის თავში გულისხმობს სიღარიბის შემცირების, უმუშევრობის შემცირების, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მომზადების აუცილებელ ნაბიჯებს და ეკონომიკურ თუ სოციალურ-კულტურულ ასპექტებს,” – განაცხადა ნინო წილოსანმა.