“ევროპარლამენტის რეზოლუციები, პრაქტიკულად, ნულოვანი ფასის მქონე გახდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც” – მაჭარაშვილი
“ევროპარლამენტის რეზოლუციები, პრაქტიკულად, ნულოვანი ფასის მქონე გახდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, ევროპარლამენტი რასაც საკუთარი ინსტიტუციისთვის აკეთებს, ალბათ, არცერთ მოწვევას არ გაუკეთებია. პრაქტიკულად ნულოვანი ფასის მქონე გახდა რეზოლუციები. განსაკუთრებით, იმ რეზოლუციების შემდეგ, რომლებშიც პირდაპირ ჩაწერეს ტყუილები და ქართველ ხალხს კაცების გათხოვების დაკანონება მოსთხოვეს. ამდენად, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც აღარ აქვს ფასი ევროპარლამენტის რეზოლუციებს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.