„ძლიერი საქართველო“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად 28 ნოემბერს მიმართავს
„ძლიერი საქართველო“ საქართველოს პარლამენტს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით ოფიციალურად 28 ნოემბერს მიმართავს.
აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანების პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვალ, 13:00 საათზე, „ ძლიერი საქართველოს“ ლიდერები: ანა დოლიძე, ლევან ცუცქირიძე, ირაკლი კუპრაძე, ქეთი თურაზაშვილი და საბა ბუაძე, საქართველოს პარლამენტში წარადგენენ ძლიერი საქართველოს პოლიტიკური ლიდერების ინდივიდუალურ განცხადებებს, მანდატების დათმობის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით ოფიციალურად უკვე მიმართა „კოალიციამ ცვლილებისთვის“.