აზერბაიჯანის საგარეო უწყება: სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი ანტიაზერბაიჯანული პოლიტიკის დემონსტრირებაა, ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ დიპლომატიური ზომები

პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში სომხეთში ევროკავშირის მისიის (EUMA) წევრების თანხლებით, სამწუხაროდ, წარმოადგენს ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნის და ევროპული ინსტიტუტების ანტიაზერბაიჯანული პოლიტიკის მორიგ დემონსტრაციას, – ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, ბაქო იტოვებს უფლებას, მიმართოს დიპლომატიურ ზომებს ამ არამეგობრული ქმედების წინააღმდეგ.

„პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში სომხეთში ევროკავშირის მისიის (EUMA) წევრების თანხლებით, სამწუხაროდ, წარმოადგენს ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნის და ევროპული ინსტიტუტების ანტიაზერბაიჯანული პოლიტიკის მორიგ დემონსტრაციას. ვწუხვართ, რომ იმ ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც ოფიციალურად არის აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორი, მონაწილეობა მიიღო დაუშვებელ „საჩვენებელ შოუში“, რაც აზერბაიჯანსა და პოლონეთს შორის ურთიერთობების გამწვავებას იწვევს. პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი აზერბაიჯანის ოფიციალური პირების მრავალი მიმართვის მიუხედავად, პოლონურმა მხარემ თავი არ შეიკავა ამ პროვოკაციული ნაბიჯისგან. აზერბაიჯანი იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი დიპლომატიური ზომები ამ არამეგობრული ნაბიჯის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები